შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ფერმერ ქალებთან

2017 წლის 18 აგვისტო. ყვარელი. სოფელი შილდა

UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ფერმერ ქალებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დააფუძნონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

შეხვედრის დროს განიხილეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ძირითადი პრინციპები, სოფლის მეურნეობაში დღეს არსებული გამოწვევები, ქალის როლი დარგის განვითარებაში და დაგეგმეს შემდგომი აქტივობები, რადგან შეხვედრაზე გამოიკვეთა ორი მიმართულების ს/ს კოოპერატივის დაფუძნება.