2017 წლის 7 სექტემბერს ქობულეთში ადგილობრივ ფერმერ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 7 სექტემბერს ქობულეთის კულტურის სახლის საკონფერენციო დარბაზში  ფერმერ ქალთა ასოციაციის შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ფერმერ ქალებთან. ასოციაციის თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სიახლეები,მათ შორის, კოოპერატივის შექმნის გზები და განუმარტა მისი უპირატესობა. ინდივიდუალურ მეწარმეობასთან შედარებით, მათ შორის, დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსების მოპოვების თვალსაზრისით.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასოციაციის წარმომადგენელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლია შაქარიშვილია.

“გენდერული თანასწორობის უმთავრესი წინაპირობა ფინანსური დამოუკიდებლობაა. სოფლად ბევრი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული ქალია, რომელთაც მხარდაჭერა ჭირდებათ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვა პროექტებში. სწორად ინფორმირება მოქმედ პროგრამებზე. ამ გზით ისინი შეძლებენ ფერმერული მეურნეობების დაფუძნებას, გაფართოებასა და შესაბამისად ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას “- განაცხადა ლია შაქარიშვილმა